geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ინტერდისციპლინარული საერთაშორისო კონფერენცია და სტუდენტთა რეგიონალური კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი 2025 წლის 13-14 ნოემბერს, იუნესკოს პროგრამის ფარგლებში,  გამართავს  ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ  ინტერდისციპლინარულ საერთაშორისო კონფერენციას და  17-18 ნოემბერს სტუდენტთა რეგიონალურ კონფერენციას,   რომელიც  ეძღვნება  ქართული ფილოსოფიის სკოლის დამფუძნებელის,   განმანათლებელის,  ლოგიკოსის, ჟურნალისტის, პროზაიკოსის, ლიტერატურის ისტორიკოსის,   პედაგოგის, საზოგადო  და პოლიტიკური მოღვაწის  სოლომონ დოდაშვილის (1805-1836)  დაბადებიდან 220 წლისთავს.

 

დამატებითი ინფორმაცია იხ. კონფერენციების პროგრამებში. (პროგრამა 1; პროგრამა 2)

თარიღი: 12/11/2025